"თუ საჭირო იქნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ" - ირაკლი კობახიძე

18 Mar 2020 18:31

თუ საჭირო იქნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მთავრობასთან კომუნიკაცია გვაქვს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, - ასე პასუხობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებაზე დასმულ კითხვას. მისი თქმით, ამის საჭიროება როგორც გლობალურ, ასევე საქართველოში არსებულ ტენდენციებზე იქნება დამოკიდებული.


"ჩვენ მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება პროცესები გლობალურად და მათ შორის საქართველოში, ამის მიხედვით უნდა მოვიფიქროთ და შეიძლება მოგვიწიოს სხვადასხვა ზომის გამოყენება, ამას გვიჩვენებს მოვლენების განვითარება. ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე თუ საჭირო იქნება უფრო ფართო ზომების მიღება, ვიდრე ამის საშუალება გვაქვს ჩვენ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე, ბუნებრივია, არ უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. თუ გლობალური და ადგილობრივი ტენდენციების გათვალისწინებით საჭირო და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თეორიულად ეს ვარიანტიც უნდა იყოს, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია მთავრობასთან და ამის საფუძველზე ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებენ პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი და ასეთ რეჟიმში განიხილება ეს საკითხი, თუ ის დადგა დღის წესრიგში,"- განაცხადა კობახიძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი