ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ 2 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

18 Mar 2020 22:19

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.კვლევის შედეგები ცოტა ხნის გახდა ცნობილი.


მოქალაქეები საკარანტინო სივრციდან ტემპერატურის მატებით კლინიკაში დღეს მოათავსეს.


ამ დროისთვის, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, ერთი მოქალაქე რჩება. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.


ცნობისთვის, აჭარაში საკარანტინო სივრცეში 300-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება. თვითიზოლაციაში კი 100 -ზე მეტი პირია.


კომენტარები:

ფართი შოპი