გიორგი მამაცაშვილი: "საზოგადოებას პატრულის და ექიმების მიმართ ნდობა დაბრუნდა..." "ქალაქს, ზუსტად ასეთი მერი და მთავრობა სჭირდება!"

19 Mar 2020 03:00

მედიაჰოლდინგ "რეპორტიორის" გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას აფასებს:


"1. მიხარია, რომ შსს-ს და ჯანდაცვის მთლიანი სისტემა მუშაობს უმაგრესად!


2. უფრო მეტად მიხარია, ამას პოლიტიკურად განსხვავებულ პოზიციაზე მყოფნიც რომ ნათლად ხედავენ და აღნიშნავენ.


3. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ნდობა დაბრუნდა პატრულის და ექიმების მიმართ. ბოლო 7-8 წლის განმავლობაში აშკარად სწორი გზით ვითარდება ყველაფერი და ამ წლების შრომა დღეს უფრო იგრძნობა...


4. დიახ, ექიმი გმირია!

5. დიახ, პოლიციელი გმირია!

6. დიახ, ქალაქს ასეთი მერი და ასეთი მთავრობა სჭირდება ზუსტად!


7. მთავარია, ასე გაგრძელდეს და ამაში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი... სახელმწიფო მთავრობის არაა მხოლოდ - ხალხისაა და საზოგადოების გვერდში დგომაა მთავარი ახლა მედპერსინალისთვისაც და პოლიციელისთვისაც, რომლებიც ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ სწორედ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხარდასაჭერად!" - წერს მამაცაშვილი. 



კომენტარები:

ფართი შოპი