საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 1975 წელს ქ. თბილისში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1994 წელს; 1994-2000წწ. - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი - პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი; 2002-2004წწ. - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმაღლესი ბიზნეს სკოლა - ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA).
2004 წლის მაისი - 2008 წლის ნოემბერი – SFK Group - გენერალური დირექტორი; 2006 წლის სექტემბერი -2009 წლის მაისი – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი; 2008 წლის ნოემბერი - 2013 წლის თებერვალი – Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში; 2013 წლის მარტი - 2016 წლის ივლისი – საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 2014 წლის დეკემბერი - 2016 წლის სექტემბერი – ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2016 წლის 27 ნოემბერი - 2017 წლის 13 ნოემბერი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; 2017 წლის 13 ნოემბრიდან – საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი; 2019 წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი.