COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოში უმუშევრობა 24 მილიონ ადამიანზე მეტს ემუქრება

19 Mar 2020 13:09

COVID-19-ის გლობალური პანდემიის შედეგების გამო მსოფლიოში უმუშევრობა 24 მილიონ ადამიანზე მეტს ემუქრება. ამის შესახებ Deutsche Welle გაეროზე დაყრდნობით წერს.


ორგანიზაციის ცნობით, საუკეთესო შემთხვევაში სამსახურის გარეშე 5.3 მილიონი ადამიანი დარჩება, ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში კი ეს რიცხვი 24.3 მილიონამდე გაიზრდება. მონაცემები გაეროს სააგენტო - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგად მომზადდა.


„თუმცა თუ საერთაშორისო, კოორდინირებულ პასუხს ვნახავთ, როგორც ეს 2008-2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს მოხდა, ციფრები შესაძლოა გაცილებით დაბალი იყოს“, - აცხადებენ სააგენტოში.


კომენტარები:

ფართი შოპი