ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე გამოკვლევა ოთხ პაციენტს უტარდება

19 Mar 2020 14:23

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე გამოკვლევა ოთხ პაციენტს უტარდება. ისინი კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. აქვთ ცხელება და რისკ ჯგუფის ქვეყნებიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. მედიკოსების თქმით, ოთხივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ანალიზები აღებულია და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.


რაც შეეხება ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არ აღენიშნება გართულებები. აჭარაში კარანტინში 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი