"ჩვენ განსაცდელში მარტო არ ვართ, უფალია ჩვენს შორის და უფალმა დაგვიცვას ჩვენ თავისი მადლით" - მეუფემ იოანე

19 Mar 2020 17:19

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფემ იოანე გამრეკელმა ქალაქის ქუჩები აკურთხა. მეუფემ სასულიერო პირებთან ერთად წყალკურთხევის რიტუალი ჩაატარა, რის შემდეგაც ავტომობილით ქალაქის ქუჩებში ნაკურთხი წყალი მოასხეს.


მეუფის განცახადებით, რიტუალი არსებული საფრთხის ფონზე, მოქალაქეების დასამშვიდებლად და დასაცავად ტარდება.


"ეკლესიის მისია არის აკურთხოს, მადლი მისცეს, გაამხნევოს ადამიანი და ღვთის მადლით დაცული ვიყოთ. ეს არ არის რაიმე ახალი წესი, ჩვენ სახლებს ვაკურთხებთ, ნაკურთ წყალს სახლში ვატანთ, ახლა ქალაქის მასშტაბით ვატარებთ კურთხევას, რადგან არის რაღაც განსაცდელი, ერში, ქვეყანაში, მსოფლიოში. ეკლესიის კურთხევით გავამხნევოთ ადამიანები, რომ ჩვენ განსაცდელში მარტო არ ვართ, უფალია ჩვენს შორის და უფალმა ისმინოს, შეგვეწიოს და დაგვიცვას ჩვენ თავისი მადლით", -განაცხადა მეუფემ.

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი