"დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა კორონავირუსია, ჯერ არჩევნების და კამპანიის დრო არაა" - კახა კალაძე

19 Mar 2020 17:42

მე მგონი ჯერ არჩევნების და კამპანიის დრო არაა. დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა, ესაა კორონავირუსი და ყველამ ერთად, ერთიანი კონსოლიდაციით უნდა ვებრძოლოთ ამ უმძიმეს გამოწვევას,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების ფონზე საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას შეეხებოდა.


რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს, კახა კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საჭიროების შემთხვევაში იქნება მიღებული.


„როგორც ხედავთ ხელისუფლება თანმიმდევრულია და ვდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს პრევენციისთვის. ყოველდღიურად ვაკონტროლებთ სიტუაციას და პულსზე გვიდევს ხელი და თუ დავინახავთ ამის საჭიროებას, ესეც არ მოგვერიდება და ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული“,-აღნიშნა კალაძემ.

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი