"დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ჩატარდება და იმ მომენტისთვის ეს ვითარება არ იქნება" - გიგა ბოკერია

19 Mar 2020 17:49

დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ჩატარდება და იმ მომენტისთვის ეს ვითარება არ იქნება, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.


ბოკერიას განმარტებით, ამ გამოწვევის გადალახვამდე მსოფლიოს მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. მისივე თქმით, ეპიდემიის გადალახვის შემდეგ ეკონომიკაში უმძიმესი შედეგები დადგება, ამიტომ, ნაბიჯები ახლა უნდა გადაიდგას.


„რა თქმა უნდა, ეს ეპიდემია გადაივლის, საქართველო და მთელი მსოფლიო ამ გამოწვევას გადალახავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ჩატარდება და იმ მომენტისთვის არ იქნება ეს ვითარება. მაგრამ ამ გამოწვევის გადალახვამდე, ჩვენი ქვეყნის და სხვა ქვეყნების ამოცანაც არის, ვიდრე ეს გადაივლის , მანამდე რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. დრო რომ გავა და ეს ეპიდემია გადაივლის, უმძიმესი შედეგები დადგება, ამიტომ ნაბიჯები ახლა არის გადასადგმელი ყველა ქვეყნის მთავრობის და ამ შემთხვევაში საქართველოს მიერ, რათა საგრძნობლად ნაკლები იყოს ის ზიანი, რასაც ჩვენ ვნახავთ შემდგომი თვეების განმავლობაში”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი