"ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ სწრაფი ტესტით" - პაატა იმნაძე

19 Mar 2020 18:10

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტი ექნება, ყველას ვინც დაახველებს ამ ტესტით შეამოწმებენ. ამ თემაზე პაატა იმნაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.


"სიტუაცია როგორია ახლა, დღეს ვინც დაახველებს და იტალიაში იყო, ვამბობ გადატანითი მნიშვნელობით, თუ ყველას ვტესტავთ პოლიმერაზე ჯაჭვური რეაქციით. მერე ვინც დაახველებს იმას ყველას გატესტავენ სწრაფი ტესტით", — თქვა პაატა იმნაძემ.


იმნაძის განმარტებით, საქართველო სწრაფ ტესტების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ჩინეთთან და კორეასთან აწარმოებს, რომლებსაც ამ მხრივ ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ. პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ სწრაფი ტესტების გამოყენება ყველა საავადმყოფოსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს ექნებათ.

on.ge


კომენტარები:

ფართი შოპი