ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ხეს შეეჯახა - გარდაცვლილია 2 მოზარდი

07 Aug 2017 18:55

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტში. გავრცელებული ინფორმაციით სოფელ ჩხარში, მსუბუქი ავტომობილი რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა 1 კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სამაშველო და საპატრულო პოლიციი ეკიპაჟები. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ რომ - "ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია". 


წყარო: "ინფორუსთავი"


კომენტარები:

ფართი შოპი