განმუხურში, GEM fest-ზე უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი იძულებით მიიყვანა ზღვის სანაპიროსთან და როგორც გოგონა აცხადებს, იძულებით სექსუალური კავშირის დამყარებას აპირებდა.
გოგონამ მამაკაცს თავდაცვის მიზნით ქვა ჩაარტყა. ხმაურის შემდეგ, ადგილზე მყოფმა ახალგაზრდების ჯგუფმა უცხო ქვეყნის მოქალაქე სასტიკად სცემეს.
გოგონას მედიასთან საუბარი არ სურს. ცნობილია, რომ ის სამსართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა ესსპერტიზის ჩატარება არ მოისურვა. ჩვენებაში ახალგაზრდა ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად რაიმე სახის დაზიანება არ მიუღია.
მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით, რომელიც ქორწინების (მათ შორის არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს.
„ახალგაზრდა ქალის მონაყოლის მიხედვით, მომხდარი არ არის შეფასებული, როგორც გაუპატიურების მცდელობა, მიმდინარეობს გამოძიება“- განუცხადეს „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში.
წყარო