"ყველაზე ადრე ავკრძალე ჩინეთთან მიმოსვლა, მედიამ კი ამისთვის რასისტი მიწოდა" - დონალდ ტრამპი

20 Mar 2020 02:37

აშშ-ის ხელისუფლება მზად იყო კორონავირუსისთვის, თუმცა მზად არ იყო იმისთვის, რომ მედია უნამუსოდ გააშუქებდა ამას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.


დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო, რათა თავიდან აეცილებინათ სერიოზული შედეგები.


„ჩვენ სრულად ვიყავით მზად. ერთადერთი, რისთვისაც მზად არ ვიყავით, ეს მედიაა. მედია უნამუსოდ აშუქებდა ამ ამბებს“, - განაცადა აშშ-ის პრეზიდენტმა.


მისივე თქმით, მედიამ უსამართლოდ გააკრიტიკა მისი ადმინისტრაციის მიერ მიღებული რიგი ზომები. „მე ყველაზე ადრე ავკრძალე ჩინეთთან მიმოსვლა. მედიამ კი ამისთვის რასისტი მიწოდა. ამ ოთახში მყოფი ჟურნალისტები რასისტს მიწოდებდნენ, ვინაიდან ეს ადრეულ ეტაპზე გავაკეთე. ეს რომ არ გამეკეთებინა, ახლა უარესი სიტუაცია გვექნებოდა“, - დასძინა მან


კომენტარები:

ფართი შოპი