ფაქტობრივად ქვეყანა ცხოვრობს საგანგებო რეჟიმში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. მთავარია თითოეულმა მოქალაქემ გაითვალისწინოს, რომ რაც კეთდება, ყველაფერი არის მათ ოჯახის წევრების, ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების, ჩვენი დედების, მამების, ბებიების, ბაბუების სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ ერთად თუ არ ვიქენით, სახელმწიფო, ექიმები, პოოლიციელები, თითოეული მოქალაქე, ჩვენ ისე ვირუსს ვერ დავამარცხებთ- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემაში „ღია ეთერი“ განახდა.
პაატა იმნაძის განმარტებით, ყველა ეტაპზე იქნება ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა.
„სცენარები ბევრი გვაქვს, სხვადასხვა გათვლით, მაგრამ ამაზე ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს მაშინ, როცა დაიწყება ქვეყანაშ აქტუირი შიდა გადაცემა, მაშინ შეიძლება ვთქვათ გარკვეული პროგნოზები, როდის უნდა ველოდოთ უფრო მკვეთრ მატებას, როდის ავალთ პიკზე“- განაცხადა პაატა იმნაძემ.
imedinews.ge