საქართველოში კორონავირუსით იფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

20 Mar 2020 13:35

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.


კარანტინის რეჟიმშია 1575 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 275 პირი.


ინფორმაციისთვის, 43 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.


კომენტარები:

ფართი შოპი