ბოლო პერიოდში ინტერნეტის მოხმარებამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

20 Mar 2020 15:36

“იუთუბი“ ევროკავშირის მასშტაბით მაუწყებლობის ხარისხს შეამცირებს, რომ მოახდინოს ინტერნეტის უპრეცედენტოდ მაღალ მოხმარებასთან გამკლავება. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. ამასთან ევროკავშირმა Netflix -ს მოუწოდა, რომ ხარისხი შეამციროს, რადგან ინტერნეტის მოხმარებას საფრთხე არ შეექმნას.


ოფიციალური პირები პლატფორმებს სთხოვენ, შეწყვიტონ მაღალი ხარისხის ვიდეოების ჩვენება. ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი კი მომხმარებლებს მიმართავს და სთხოვს არ გამოიყენონ HD ხარისხი თუ ამის აუცილებლობა არ არის.


ბოლო პერიოდში ინტერნეტის მოხმარებამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ექსპერტები შიშობენ, რომ შესაძლოა, სერვერებმა მსგავს ზეწოლას ვერ გაუძლოს.


კომენტარები:

ფართი შოპი