გამოიკვეთა რამდენიმე ახალი საჭიროება, გაიზარდა ნაკადები ჩვენი მოქალაქეების სახმელეთო ზონებიდან შემოსვლის, ეს არის სარფი, ლარსი და წითელი ხიდი, რისთვისაც ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ სასწრაფოდ მობილიზებული იყოს ამ სამ ობიექტზე საკარანტინე ადგილები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, განთავსებული იქნება აუცილებლად საკარანტინე ზონაში. რადგან ჩვენთის ძალიან მნიშვნელოვანიან ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, - აღნიშნა ტიკარაძემ.