"სამი ახალი შემთხვევა აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება" - ეკატერინე ტიკარაძე

20 Mar 2020 16:19

სამი ახალი შემთხვევა ევროპული ეტიოლოგიის არ არის, ეს გახლავთ ოჯახი, რომელმაც იმოგზაურა აშშ-ში, ეს არის ახალი კლასტერი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.


„ყველა ის პირი, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში, არის იდენტიფიცირებული და მათზე მიმდინარეობს დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის. ასევე, ჩვენ გვაქვს ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევა, რომელიც არის აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას“, - აღნიშნა მინისტრმა.


კომენტარები:

ფართი შოპი