"ხვალიდან საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდება" - ირაკლი ჩიქოვანი

20 Mar 2020 16:20

ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული „საქართველოს ავიახაზების“ მიერ და არის კოორდინირებულია საქართველოს მთავრობასთან- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თქმით, ყველა ადამიანი, ვიცნ შემოვა საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.


„ამ რეალობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ახლოს: ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


კომენტარები:

ფართი შოპი