პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანა

20 Mar 2020 17:10


შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების

აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის

შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით,

თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს.

ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 19 მარტს თვითიზოლაციის წესების დარღვევის

კიდევ 14 ახალი ფაქტი გამოვლინდა.


თბილისიდან, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის

და აჭარის რეგიონებიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები

დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო

ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 141 ადამიანია გადაყვანილი.




შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია

დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს

კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის

სამსახურის გადაწყვეტილებებს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.





კომენტარები:

ფართი შოპი