ცნობილი გახდა ე.წ. ამერიკის კლასტერის სამი ახალი შემთხვევის კონტაქტები

20 Mar 2020 17:53

კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი გამოკვლევის შედეგების მიღებამდე, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სამივე ერთი ოჯახის წევრია, მათი მოგზაურობის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში მლოგზაურობას უკავშირდება.


ვახტანგ ბოჭორიშვილის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, კახა ოშხნელი აცხადებს, რომ ამერიკის კლასტერის ინფიცირებულებმა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება გამოიჩინეს და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში გადავიდნენ. მას შემდეგ, რაც უკვე ტემპერატურა აეწიათ, სამედიცინო დაწესებულად თავად მიმართეს.


კახა ოშხნელის თქმით, გარკვეულია უკვე კონტაქტების ვინაობაც და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. 


"შემოიყვანეს 14 რიცხვში. მათ საბედნიეროდ, გამოავლინეს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ადამიანები ნამყოფები არიან საზღვარგარეთ, რომლის შემდგომაც ჩამოვიდნენ ქვეყანაში. თავისივე ინიციატივით გავიდნენ თვითიზოლაციაში. ვიცით საიდან არის წყარო და ვიცით კონტაქტების შესახებ. მინიმალური კონტაქტები არსებობს, ადამიანები კარგად არიან. სიმპტომებიდან გამოხატული იყო ტემპერატურის მატება. მზად ვართ ამ პაციენტების გამოსაკვლევად, სამკურნალოდ," - განაცხადა კახა ოშხნელმა


კომენტარები:

ფართი შოპი