ისრაელში COVID-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

21 Mar 2020 13:27

ისრაელში COVID-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, 88 წლის მამაკაცი პარასაკევს ღამით იერუსალიმის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა.


საავადმყოფოს მედპერსონალის განმარტებით, პაციენტს რამდენიმე თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა.


ბოლო მონაცემებით, ისრაელში ახალი კორონავირუსის 705 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 18-ის - საშუალო, დანარჩენებს კი ვირუსის სუსტი სიმპტომები აღენიშნებათ. ქვეყანაში COVID-19-გან 15 ადამიანი განიკურნა.


კომენტარები:

ფართი შოპი