შეუძლებელი შეძლო!

12 Jun 2017 15:35

მინსკში დასრულებულ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე, ბაადურ  ჯობავამ შეუძლებელი შეძლო, ცუდი სტარტის შემდეგ 7 პარტია მოიგო ზედიზედ და პირველობა გაინაწილა.


დასკვნით ტურში ქართველმა დიდოსტატმა პონციანის დებიუტი აირჩია თეთრი ფერის ფიგურებით მაქსიმ მატლაკოვის (რუსეთი) წინააღმდეგ. ჯობავამ, შუათამაშში მეტოქე ოსტატურად გადაითამაშა და მოგებული პოზიცია მიიღო. სამწუხაროდ, მე-40 სვლაზე დაშვებული უზუსტობით ფრედ დაასრულა შეხვედრა და  დამსახურებული ჩემპიონობა დააკარგა. საბოლოოდ, ქართული ჭადრაკის ლიდერმა 8,5 ქულით I-III ადგილები გაინაწილა:მაქსიმ მატლაკოვთან და ვლადიმირ ფედოსეევთან (რუსეთი) ერთად და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალს დასჯერდა.


აღსანიშნავია, რომ ჯობავა უკვე სამჯერ იყო ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი: ვერცხლი - 2010წ.; ბრინჯაო -2009;2016წ.


ჩემპიონატზე ძირითადი საპრიზო ფონდის გარდა  დაწესებული  იყო  ფულადი პრიზები სხვადასხვა  კატეგორიებში, 50+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ სტურუამ და მთავარი პრიზიც დაისაკუთრა.სულ, ევროპირველობის  საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენდა,I  ადგილი- 20 000, II ადგილი - -15 000, III ადგილი - 10 000...XX ადგილი - 1000.


წყარო: gcf.org.ge


კომენტარები:

ფართი შოპი