ცოტნე ზურაბიანი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

21 Mar 2020 18:59

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს. 


"21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ვულოცავ პროფესიულ დღეს ქართველ ჟურნალისტებს, ყველას ვინც ამ რთულ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმიანობას ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად ეწევა. საქმიანობას, რომელიც ქვეყანაში პლურალისტური გარემოს შექმნას, დემოკრატიის და საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება.


ასევე ვულოცავ ღვაწლმოსილ ჟურნალისტებს, რომლებიც დღეს აქტიურ ჟურნალისტიკაში არ არიან, მაგრამ თავიანთი საქმიანობით ქვეყანას და დარგს უდიდესი ინტელექტუალური სიმდიდრე დაუტოვეს.


მადლობა, რომ ჩვენთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობთ. ვისურვებდი, ასევე აქტიურად გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა, რომ კიდევ ბევრი სასიკეთო საქმე ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის."- აღნიშნულია დეპუტატის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე".



ცნობისთვის: 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტიკის დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.

პროფესიულ დღესასწაულს მედია სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის – ჯერ „საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი „ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა – პირველი ნომერი 1819 წლის 21 მარტს (8 მარტს) გამოვიდა.


კომენტარები:

ფართი შოპი