რა მიზნით იმყოფებოდა გიორგი გახარია საპატრიარქოში – ჯაღმაიძის კომენტარი

22 Mar 2020 04:44

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრიარქოში, საგანგებო სიტუაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„დღეს ბატონი პრემიერმინისტრი ბრძანდებოდა საპატრიარქოში და მისგან მოვისმინეთ, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი ბუკვალურად გასაგები არ არის. საქმე იმაშია, რომ საგანგებო მდგომარეობა თავის მიზნებს ემსახურება – ამ შემთხვევაში მიზანია, რომ დისტანცია იყოს დაცული და სიმჭიდროვე არ იყოს შეკრების დროს. ამ შემთხვევაში არ ვცილდებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და სინოდის გუშინდელ ოქმშიც იყო ამაზე საუბარი – რომ მრევლმა უნდა გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიცემული რეკომენდაციები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს.


კომენტარები:

ფართი შოპი