საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და აშშ ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

22 Mar 2020 13:29

არჩილ თალაკვაძემ და ჰიუ ოქინკლოსმა COVID-19-თან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის შესაძლებლობები შეათანხმეს. საუბრისას აღინიშნა, რომ წარმატებით ფასდება საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომები და რეაგირება.

 

აშშ ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტი (NIAID/NIH), რომელსაც მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერი - პროფესორი ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს, ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ კვლევებს უძღვება.


კომენტარები:

ფართი შოპი