"გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად მიღებული წესები ეკლესიაზეც უნდა გავრცელდეს"- ბოკერია

22 Mar 2020 17:06

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, კორონავირუსის ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად მიღებული წესები ეკლესიაზეც უნდა გავრცელდეს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, რელიგიური მრწამსი არც შეიძლება გამონაკლისის დაშვების საფუძველი გახდეს.


"ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჩემი რელიგიური მრწამსი არის ვიღაცის მოკვლა, ამის გამო მოკვლა დაცული ქმედება ხომ არ იქნება. უტრირებული მაგალითია, მაგრამ იგივე ლოგიკა ვრცელდება ამ შემთხვევაშიც - აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, თუ, სახელმწიფომ, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს ზომები მიეღო და გასაგებია, რომ საფრთხეები აბსოლუტურად ლეგიტიმურია, ეს წესები უნდა გავრცელდეს აბსოლუტურად ყველაზე,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.


შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გუშინ, 21 მარტს გამოცხადდა. საგანგებო რეჟიმის მთავარი შეზღუდვები სწორედ სოციალური დისტანციის დაცვასა და ადამიანების შეკრებას ეხება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტაძართა უმრავლესობაში სოციალური დისტანცია დაცული არ არის. 


კომენტარები:

ფართი შოპი