რა ნაბიჯები გადაიდგა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით - ცოტნე ზურაბიანი განმარტავს

23 Mar 2020 17:10

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა წესის დაცვა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან.


ჯანდაცვის სისტემა, ხელისუფლების სხვა უწყებებთან ერთად აკეთებს ყველაფერს იმისთვის,  რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტიანი და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარით გამოვიდეთ ამ პროცესიდან.


თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა ზედმიწევნით  შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია და საგანგებო მდგომარეობის დროს გათვალისწინებული პირობები.


მნიშვნელოვანია რომ, ამ პროცესში მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართულები. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იდგმება კონკრეტული ნაბიჯები ქალაქებში და სოფლებში.


წყალტუბოს საკარანტინო ზონაში და თვითიზოლაციაში, მყოფი პირების მდგომარეობა მკაცრად კონტროლდება და მუდმივვ რეჟიმში ვახდენთ ინფორმაციის გაცვლა/რეაგირებას.


ამასთან, წყალტუბოს მერიის ორგანიზებით, სათნოების სახლმა მოხუცებულთათვის საკვების მიტანის სერვისი დანერგა, ანალოგოურად მოქმედებს ბაგა-ბაღების გაერთიანება, ბავშვებს ოჯახებში მიეწოდებათ საკვები პროდუქტები. ასევე ხორციელდება ბევრი მოხალისეობრივი ინიციატივა, რაც აუციელბლად გაგრძელდება.


მთავარია ვიყოთ სოლიდარულები ერთამნეთის მიმართ, დარჩით სახლში ჩვენთვის!


ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთოვთ მოგვმართოთ.


ცხელი ხაზი +995 595 95 90  72

#დარჩისახლში

#ერთადშევძლებთ"- წერს ზურაბიანი.



კომენტარები:

ფართი შოპი