ვახტანგ გომელაური: ინციდენტი, რაც მარნეულში მოხდა, სამწუხაროა და სამარცხვინო... ყველა უმკაცრესად დაისჯება

25 Mar 2020 19:32

საკარანტინო ზონაში  ყოფნისას, მინისტრი შეეხო მარნეულში მომხდარ ინციდენტს -  „როგორც იცით, საკარანტინო ზონაში სიტუაციის საკონტროლებლად  ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე თავდაცვის სამინისტრო,  უსაფრთხოების სამსახური. ჩენგან აქ არის საპატრულო დეპარტამენტი,  კრიმინალური პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სამაშველო სამსახური.   გაკეთდა გამშვები პუნქტები, ის ინციდენტი, რაც გუშინ მოხდა ძალიან სამწუხარო და სამარაცხვინოა. ადამიანები, როლებიც ღამის 2 საათზე ადგნენ, გააკეთეს კარვები, თუ დაჭირდებოდა მარნეულის მოსახლეობას მზად იყვნენ დახმარებოდნენ, მთელი ღამე იმუშავეს, გამთენიისხანს მომახსენეს, - ბატონო მინისტრო, ყველაფერს მოვრჩით, დავალაგეთ საწოლები 100 კაცზეო, -  ასეთ დროს მიდიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ხელით ეხებიან ... რაც მოხდა ყველამ ნახა...


დავაკავეთ 2 პირი, ამ საქმეზე კიდევ ვმუშაობთ. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა,  მარნეული იქნება, თბილისი, თელავი, ზუგდიდი თუ ბათუმი, თუ ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს,  ექიმს, პატრულს, მაშველს და მნიშვნელობა არა აქვს კიდევ ვის, ყველა დაისჯება უმკაცრესად.



კომენტარები:

ფართი შოპი