"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად ხდება უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება"- ცოტნე ზურაბიანი

28 Mar 2020 20:32

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი პირადად გაეცნო მუნიციპალიტეტის 70 წელს გადაცილებული, შეჭირვებული და კორონავირუსის პანდემიის გამო, სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის საკითხის მოსაგვარებლად გატარებულ ღონისძიებებს.


"წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გადაცემის პროცესი. 

მუნიციპალიტეტის მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად ხდება უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. ჩვენი მთავარია მიზანია, მოსახლეობამ იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათი ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერს აკეთებს."- აღნიშნავს დეპუტატი.



კომენტარები:

ფართი შოპი