შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს განაგრძობს

28 Mar 2020 21:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო ზონაში დაწესებულ შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება მშვიდია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.


პოლიცია განაგრძობს ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით მოქალაქეთა გადაადგილების მკაცრ კონტროლს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ჯგუფები მეორეხარისხოვან გზებსაცაკონტროლებენ. სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.


გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნიან საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად ეხმარებიან.



კომენტარები:

ფართი შოპი