წვიმა, ძლიერი ქარი და თოვლი - ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

29 Mar 2020 04:10

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება.


29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი -ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 


მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.



კომენტარები:

ფართი შოპი