ავტოსაგზაო შემთხვევა იაღლუჯის ფერდობთან მოხდა. "აუდი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის დამცავ ჯებირს შეეჯახა რის შემდეგაც ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა.
ადგილზე დროულად მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.
ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ ცნობილი გახდა რომ 2 ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილში დაიწვა.