ვინ არის ბიჭი, რომელმაც საკუთარი 3 თვის შვილი მოკლა?

29 Mar 2020 04:36

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 3 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც თავადაც თვითდაზიანებები მიიყენა.


ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული 24 წლის ვანო ნოზაძეა. ის საჩხერის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან არის და გურჯაანში ცოლ-შვილთან ერთად ნათესავის სახლში იმყოფებოდა.


ახლობლების გადმოცემით, 24 წლის მამაკაცი არსად მუშაობდა, ხშირად სვამდა, რა დროსაც მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა ფიზიკურ დაზიანებამდე საქმე არასდროს მისულა.


წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-შვილის მკვლელობის მომენტშიც მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ეს მას შემდეგ დაზუსტდება, რაც ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა გახდება ცნობილი.


დღეს, სოფელ ვეჯინში სასტიკი მკვლელობა მოხდა. მამამ 3 თვის ჩვილი გოგონა მოკლა და დაჭრა მეუღლე, 24 წლის შორენა ცუხოშვილი.


გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით დაიწყო.



კომენტარები:

ფართი შოპი