"ჯერ გემო და ყნოსვის შეგრძნება დავკარგე" - კორონავირუსით ინფიცირებულმა ქართველმა სტუდენტმა საკუთარ მდგომარეობაზე კლინიკიდან ისაუბრა

30 Mar 2020 15:50

კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა ქუთაისიდან, ბოქსირებული განყოფილებიდან ჩართვის დროს მის მდგომარეობაზე ისაუბრა.


„ტვპირველის“ ეთერში ჩართვის დროს, პაციენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთიდან 17 მარტს ჩამოვიდა და კარანტინში გადაიყვანეს. ახლა მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმითაც არ ფასდება და თავს კარგად გრძნობს.


„ჩამოსვლის დროს სიმპტომი არ მქონდა. მეორე დღეს გემო და ყნოსვის შეგრძნება დავკარგე, რასაც ყურადღება არ მივაქციე. მეგონა გავცივდი. ერთი კვირის შემდეგ სიცხე მომცა 37 და ყელი ამტკივდა. დავრეკე სასწრაფოში, წამომიყვანეს ქუთაისში და 5 საათში ვირუსი დამიდასტურდა“, - განაცხადა პაციენტმა ჩართვის დროს.


რაც შეეხება კონტაქტებს, ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მაყურებელს დიდიმის სახელით წარუდგინეს, აღნიშნა, რომ შეხება არავისთან ჰქონია, მგზავრობის დროს კი დისტანციას იცავდა.


ის სტუდენტია, რომელიც საფრანგეთში სწავლობს და ახლა ონლაინლექციების მონაწილეა.


„მეხმარება ლექციები, დროც მარტივად გადის“, - აღნიშნა პაციენტმა ქუთაისის ბოქსირებული განყოფილებიდან.


"იმედინიუსი"


კომენტარები:

ფართი შოპი