ლიუბეკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს.
როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle იუწყება, მკვლევართა ჯგუფმა მნიშვნელოვანი ენზიმის კოდი გაშიფრა, რომელიც კორონავირუსის გამრავლებაზეა პასუხისმგებელი.
მეცნიერებმა ასევე შექმნეს საინჰალაციო ინჰიბიტორი, რომელიც ეფექტურად მოქმედებს კორონავირუსის მთავარი პროტეაზის წინააღმდეგ. ე.წ. მთავარი ვირუსული პროტეაზა Mpro კორონავირუსის რეპლიკაციურ მექანიზმში მონაწილეობს და შესაბამისად, პასუხისმგებელია კორონავირუსის გენეტიკური მასალის კოპირება და გამრავლებაზე.
„თუ ჩვენ შევძლებთ მთავარი პროტეაზას ბლოკირებას, მაშინ შევძლებთ ვირუსის რეპლიკაცია თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა პროფესორმა ჰილგენფელდმა.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ინჰიბიტორის საფუძველზე პრეპარატის შექმნას რამდენიმე წელი დასჭირდება.