"გაივსო ყველაფერი ორ მეტრიანი გველებვით და ვირთხებით",- „ბლექ სი არენას“ ქვეწარმავლები შემოესია

10 Aug 2017 14:27

შეკვეთილში არსებულ საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენას“ ქვეწარმავლები შემოესია.


ამის შესახებ, „გურიის მოამბეს“ საკონცერტო დარბაზში დასაქმებულმა მოქალაქემ აცნობა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ.


წყაროს ცნობით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ აღნიშნულთან დაკავშირებით, შეწამვლითი  სამუშაოების ჩასატარებლად, შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართაა. საფრთხის წინაშე დგას საკონცერტო დარბაზის ინვენტარი, რომელიც შესაძლოა დააზიანონ მღრღნელებმა.


 „გაივსო ყველაფერი ორ მეტრიანი გველებვით და ვირთხებით. ოთხი გველი მიმდებარე ტერიტორიაზე გაიქცა ვერ მოვკალით, აქ მოსვლა უკვე სახიფათოა, ვირთხები დარბაზში შევიდა და გაანადგურებს ყველაფერს. პოულობენ შენობების კედლებზეც.“ -  აცხადებს „ბლექ სი არენას“ ერთ-ერთი თანამშრომელი.


„ბლექ სი არენა ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ სიფრთხილის გამოჩენის მიზნით და საშიშროების თავიდან ასაცილებლად, მოხდება მიმდებარე ტერიტორიების  სპეციალური საშუალებებით შეწამვლა.


 „დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სხვადასხვა ქვეწარმავალი და მღრღნელი. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პერიოდი დატვირთულია კონცერტებისა და ღონისძიებების მხრივ და უამრავი მაყურებელი სტუმრობს საკონცერტო დარბაზს, სიფრთხილის გამოჩენის მიზნით და საშიშროების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია მოხდეს მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლა სპეციალური საშუალებებით,“ – განაცხადეს „ბლექ სი არენა ჯორჯიაში“.


წყარო: www.statiage.info


კომენტარები:

ფართი შოპი