ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში დღეს180 მოქალაქე დაბრუნდება

31 Mar 2020 18:48

ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისი, რომელშიც საქართველოს 180 მოქალაქე იმყოფება, უკვე გამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ჯორჯიან ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავი 19:30 საათზე დაეშვება.


მგზავრები შემოწმების შემდეგ, ჩამოფრენისთანავე 2 კვირიან კარანტინში გადავლენ. თუ ვინმეს საეჭვო სიმპტომები ექნება, მათ კლინიკებში კვლევებისთვის მოათავსებენ.


ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრებმა შესაბამისი ტრენინგი გაიარეს, თუ როგორ უნდა იმუშაონ მსგავს შემთხვევაში. ასევე ეკიპაჟის წევრები სპეციალურად აღჭურვილები არიან იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცულები იყვნენ.



კომენტარები:

ფართი შოპი