თბილისი მოლში მდებარე ჰიპერმარკეტ კარფურში საყინულე მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროს საწარმოო პროცესი დროებით შეუჩერდა

10 Aug 2017 14:37

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისი მოლში მდებარე ჰიპერმარკეტ კარფურში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა. ამის გამო, საყინულე მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროს საწარმოო პროცესი დროებით შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კარფურმა რეკომენდაციები გაითვალისწინა და უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა ხარვეზები. შესაბამისად, ჰიპერმარკეტს საწარმოო პროცესი უკვე აღდგენილი აქვს.


ცნობისთვის, 2017 წლის 24 ივნისს მომხმარებელმა დაფარული საჩივრით მიმართა Momxmarebeli.ge-ს და სთხოვა თბილისი მოლში მდებარე მაღაზია კარფურში გასაყიდი ნამცხვრების შემოწმება. ამის შემდეგ Momxmarebeli.ge-მ მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს კარფურის შემოწმების თხოვნით. სააგენტოს პასუხით, "სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ჰიპერმარკეტის საწარმოში დაცული არ იყო ჰიგიენის ზოგადი წესებით დადგენილი მოთხოვნები. კრიტიკული შეუსაბამობის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი" 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №010059, საყინულე მაცივარში და პურ-ფუნთუშეულის საამქროში შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, ადგილზე ასევე შეივსო შესაბამისობის შეფასების აქტი №1A7С70044260Ε 04/08.2017წ. გაცემული არაკრიტიკული შეუსაბამობების შესასრულებლად მიეცა გონივრული ვადა."


Momxmarebeli.ge ასევე ითხოვდა კარფურში გასაყიდი ნამცხვრების შემოწმებას, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპასუხა, რომ შპს ვასაძის პურის და შპს ჯეო ბეიკერსის შემოწმების შედეგად, არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რაც საწარმოების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული.


კომენტარები:

ფართი შოპი