”კარანტინის ზონაში, ოჯახ-ოჯახ, კარდაკარ დადის და ხალხს ეხმარება” – ეს ის სოფლის ექიმია, რომელსაც პაატა იმნაძემ საჯარო მადლობა გადაუხადა…

01 Apr 2020 06:45

ექიმი რომელსაც ლუგარის დირექტორმა საჯარო მადლობა გადაუხადა 47 წლის ია გოგიძეა. ის სოფელ ქვემო ბოლნისის ოჯახის ექიმია. ქალბატონი ია კარანტინის ზონაში, ოჯახ-ოჯახ, კარდაკარ დადის და სოფლის მცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს და მათ ყველანაირად ეხმარება.


27 მარტს, ერთ-ერთი ასეთი შემოვლის დროს მან მიაკვლია ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.სწორედ ამიტომ გადაუხადა მას პაატა იმნაძემ საჯაროდ მადლობა.


იამ ეს მადლობა გვიან ნახა, რადგან იმ დროს შემოვლაზე იმყოფებოდა.
“ექიმი რომ ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ამიტომ შიშსა და ემოციებზე არ ვფიქრობ. შესაბამისად ვიყავი აღჭურვილი, ხალათი, სათვალე, ქუდი, პირბადე, ფარი, ხელთათმანი და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ დაცულად ვგრძნობდი თავს,” – ამბობს ექიმი რადიო “თავისუფლებასთან”…



კომენტარები:

ფართი შოპი