მოვინახულეთ საოკუპაციო ხაზი, სიმშვიდე და სიწყნარეა - ვახტანგ გომელაური საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა

02 Apr 2020 01:51

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოები მოინახულა.  მინისტრის თქმით, პრემიერ მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე სამეგრელოში რამოდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, დღეს კი შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლი დაათვალიერა.


„მოვინახულეთ საოკუპაციო ხაზი, ჩამოვედით ცხინვალის მიმართულებებით აქაც სიმშვიდეა და სიწყნარეა . გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს ძალები მოვაკელით  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და კრიმინალურ პოლიციას  და სხვაგან გადავიყვანეთ, - არანაირად,   პირიქით დღეს უფრო მეტი  პოლიციელი დგას საოკუპაციო ზოლზე ვიდრე აქამდე იდგა. „ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.



კომენტარები:

ფართი შოპი