შეტყობინებები, რომლებიც "UCKEBA"-ს სახელით მიიღეთ და 3000 ლარით დაჯარიმების შესახებ გატყობინებდათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ეკუთვნის

02 Apr 2020 20:51

შეტყობინებები, რომლებიც "UCKEBA"-ს სახელით მიიღეთ და 3000 ლარით დაჯარიმების შესახებ გატყობინებდათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ეკუთვნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


"ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს ,,UCKEBA"-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".


ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.


აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება."- აცხადებენ უწყებაში. 



კომენტარები:

ფართი შოპი