„ახლა მთელი ყურადღება გადატანილია ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე თუმცა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სცენარი შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულება, შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ეს შეთანხმება აუცილებლად შესრულდება. ამისათვის ჩვენ გვაქვს განსაზღვრული მჭიდრო ვადები, რომელიც შევათანხმეთ ოპოზიციასთან და ამ მჭიდრო ვადებში იქნება უზრუნველყოფილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, მას შემდეგ რაც გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა“.