ლევან დავითაშვილი: „24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს თანამშრომლები. ეს არის პატრიოტიზმი. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს“

03 Apr 2020 16:53

„ჩემს თანამშრომლებს მადლობა მინდა გადავუხადო, საგანგებო ვითარებაში მუშაობისთვის. სამინისტროში შექმნილია საგანგებო სამუშაო ჯგუფი. ბევრი ჩვენი თანამშრომელი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ეს ადამიანები არიან ფრონტის წინა ხაზზე - საველე სამუშაოებს ასრულებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები; 


სავაჭრო ობიექტებში ახდენენ მონიტორინგს და, ასევე, სამართალდამცავებთან ერთად, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაში არიან ჩართული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათ, რა თქმა უნდა, რთულ პირობებში უწევთ მუშაობა; 


24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს ცენტრალური  აპარატის თანამშრომლები. ეს არის პატრიოტიზმი. მადლობა ვუხდი თითოეულ მათგანს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი