1 დღეში, StopCoV ფონდში ჩარიცხვები 1 მლნ 700 ათასი ლარით გაიზარდა

03 Apr 2020 23:20

3 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 22 მილიონი 800 ათასი ლარია მობილიზებული.


StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.


StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.


ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა:


ირაკლი გილაური, 1 მლნ ლარი

საქველმოქმედო ფონდი „ხარება“, 300 ათასი ლარი

ტავ ურბან საქართველო, 150 ათასი ლასი

აქსის თაუერსი, 50 ათასი ლარი

ქროსქანთრი საქართველო, 40 ათასი ლარი

მოგზაურთა კლუბი, 20 ათასი ლარი

გრიზლი, 20 ათასი ლარი

ჯორჯიან პეტროლეუმ დისტრიბიუშენი, 20 ათასი ლარი

გრინლაიფ - Greenlife, 15 ათასი ლარი

შატო მუკუზანი, 10 ათასი ლარი

შპს „ვარკეთილი 96“, 10 ათასი ლარი

ახალი  ნათება, 10 ათასი ლარი

მაი ბილდინგი, 10 ათასი ლარი

შპს „არესემ კორპ“, 10 ათასი ლარი

გერალი,  10 ათასი ლარი

ფენიქსი, 10 ათასი ლარი

ახალი ნათება, 10 ათასი ლარი

შპს „მეტეორი“, 10 ათასი ლარი

სს სამშენებლო სამრეწველო და სავაჭრო ფირმა "ეჯეთაშ"-ის საქართველოს ფილიალი, 5 ათასი ლარი

რეალექსპერტი, 5 ათასი ლარი


ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს,   StopCoV ფონდში გადარიცხავენ.


ჩარიცხვა ყველას შეუძლია  https://stopcov.ge/ka/Fund


მადლობა ერთიანობისთვის!



კომენტარები:

ფართი შოპი