ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ უცხოეთში საქართველოს საელჩოებთან და დიასპორებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს

05 Apr 2020 02:42

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ დღეს ვიდეოკონფერენცია  გამართეს იმ ქვეყნების საელჩოებთან და საკონსულოების წარმომასდგენლებთან, სადაც  ეპიდემია მძვინვარებს. ისინი ვიდეოჩართვიოს საშუალებით ესაუბრნენ საქართველოს ელჩებს  იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ბელგიასა და საბერძნეთში.


გარდა ამისა, ბექა ოდიშარია და გივი ჭიჭინაძე იმავე  ქვეყნებში, ასევე შევეციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქართულ დიასპორებსაც დაუკავშირდნენ. ისინი იმ დიასპორულ ორგანიზაციებსაც დაუკავშირდნენ, მრომლებიც ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი საერთაშორისო კრიზისცენტრის საქმიანობაში არიან ჩართული. ბექა ოდიშარიას თქმით, -„ვიდეოკონფერენციის მიზანი ის იყო, რომ გავცნობოდით ოპერატიულ ინფორმაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მდგომარეობის შესახებ და იმ პრობლემატიკის, იმ თემატიკის გამოკვეთა, რაზეც შეიძლება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ერთობლივად მოხდეს ადეკვატური რეაგირება.. ასეთი ტიპის ვიდეოჩართევები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. საბოილოო ჯამში ყველა საკითხთან დაკავშირებით მოხდება საზოგადოების ინფორმირება“.


მისივე თქმით, ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც გასული კვირების მანძილზე ხორციელდებოდა. ეს არის შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, ასევე კომიტეტის ფარგლებში გამართული მოსმენები ემიგრაციის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში.



კომენტარები:

ფართი შოპი