ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები, საკუთარი ხელფასის 10%-ს Stop CoV ფონდში გადარიცხავენ

06 Apr 2020 19:28

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი, მინდია გველებიანი და პედაგოგები მთავრობის სოლიდარობის ინიციატივას უერთდებიან და სახელმწიფოსთვის ფინანსური დახმარების მიზნით, ერთჯერადად, საკუთარი ხელფასის 10 პროცენტს ,,Stop CoV" ფონდში გადარიცხავენ. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო პორტალ "მხარეს" ნამაშევის საჯარო სკოლიდან აცნობეს. 


"დღეს შექმნილი ვითარების გამო საქართველო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას არსებულ კრიზისთან გამკლავებაში.  იმედია, ერთმანეთის თანადგომით ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით. ერთად ყველაფერი გამოვა."- განმარტავს სკოლის დირექტორი. 



კომენტარები:

ფართი შოპი