რომან გოცირიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი:
მწვადებს დაგითვლით!
მიშას პიჯაკების საქმე სასამართლოში უკვე კომიკურ სახეს ღებულობს. უკრაინის პრეზიდენტ იუშენკოს ვიზიტისას გოგირდის აბანოს ხარჯები დანაშაულად ხომ ჩაუთვალეს, მერე ბავშვებისათვის დარიგებული წიგნები სამ გოჭზე ასევე დანაშაული ყოფილა, ბაირამობაზე სოფლისთვის საჩუქრად გადაცემული ცხვრები მტკიცებულებად აქვთ წარმოდგენილი:))
ახლა კიდევ უფრო სამარცხვინოდ იქცევიან-ლეხ კაჩინსკისა და ვაცლავ ჰაველის დაკრძალვაზე მიტანილ გვირგვინებზე ედავებიან.
მივმართავ ბიუჯეტის ხარჯზე ქეიფის მოყვარულ მთავრობის წევრებს: როცა ხელისუფლება შეიცვლება, მწვადებს დაგითვლით!