გლდანში კარანტინი გამოცხადდა, – კორონავირუსის გამო ერთ-ერთი კორპუსი მთლიანად ჩაიკეტა

08 Apr 2020 03:24

გლდანში კორონავირუსის გამო, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ჩაიკეტა.

 

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კორპუსში, სადაც დევნილები ცხოვრობენ ერთ-ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

 

სამართალდამცველებმა კორპუსის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

COVID-19-ით ინფიცირებულები 35 წლის მამაკაცი და მისი მშობლები არიან.

 

ანალიზები მამაკაცის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილსაც აუღეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 


კომენტარები:

ფართი შოპი