კორონავირუსის გამო კარანტინში მყოფმა ქალებმა ნაგვის გადაყრა სამეჯლისო კაბებით დაიწყეს - ფოტო

08 Apr 2020 03:41

ქალები მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გამო კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნისას ნაგვის გადასაყრელად სამეჯლისო კაბებით გადიან და ფოტოსესიებს აწყობენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.


შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელში ჯგუფში Your Bins Out in Your Ballgown (გადაყარე ნაგავი სამეჯლისო კაბით) გავრცელდა.


ჯგუფში 12 ათასი ადამიანია. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გამოცემასთან ყვება, რომ იყიდა სადღესასწაულო კაბა, რომელიც კორონავირუსის გამო ვერსად ჩაიცვა. ამიტომ ენჯი ჯონსმა გადაწყვიტა კაბა სახლიდან ნაგვის გატანის დროს ჩაეცვა. მან ფოტოები გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.


მალე ეს ტრენდი პოპულარული გახდა და ამ პროცესში ცნობილი ადამიანებიც ჩაერთნენ. მათ შორის ბრიტანელი ტელეწამყვანი ამანდა ჰოლდენი. მან ინსტაგრამზე განათავსა ფოტო, სადაც ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ნაგვის ბაკთან დგას.





კომენტარები:

ფართი შოპი